Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში 11/04/2020 გამოქვეყნდა საინფორმაციო 5 ბროშურა სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ.
ბროშურების დამუშავებასა და მისთვის სათანადო მასალების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სტუ-ს ასოცირებული პროფესორები: ნათია ქოჩლაძე (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი), ნინო ხოლუაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი) და ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი).
აღნიშნულმა პროფესორებმა პროექტის ფარგლებში გაიარეს ტრენერთა მომზადების კურსები ე.წ. ტრენერთა ტრენინგები პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა პორტოს, გრაცისა და ლინკოპინგის უნიევრსიტეტები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთხელ ჩაატარეს აკადემიური პერსონალის გადამზადების ტრენინგები სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე.
გამოქვეყნდა ზემოაღნიშნული ბროშურების ელექტრონული ვერსიები: