ორგანიზაცია კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი სტაჟირების პროგრამას აცხადებს

ორგანიზაცია კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი სტაჟირების პროგრამას აცხადებს

03-11-2020

ორგანიზაცია კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია: http://sd-caucasus.com) სტუ-ის მაგისტრანტ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის აცხადებს სტაჟირების პროგრამას Sustainable Caucasus Internship Program 2020-2021 შემდეგ პოზიციებზე:

  1. სტაჟიორი - აღმასრულებელი თანაშემწე
  2. სტაჟიორი - კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი
  3. სტაჟიორი - ადმინისტრაცია და ფინანსური მენეჯმენტი

დაინტერესებულმა პირებმა თანდართული სახით იხილეთ სტაჟირების პროგრამისა და შემოთავაზებული პოზიციების სრული აღწერა ინგლისურ ენაზე.

სტჟირების პროგრამა მიზნად ისახავს კავკასიის მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარებით დაინტერესებულ და მოტივირებულ მაგისტრანტ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. სტაჟიორები ჩაერთვებიან ორგანიზაციის პრაქტიკულ აქტივობებში და იმუშავებენ მაღალკვალიფიციურ კადრთან ერთად მრავალფეროვან, მულტიკულტურულ და ინკლუზიურ გარემოში.

სტაჟირების პროგრამის დაწყების თარიღი: 25 ნოემბერი, 2020 წ; ხანგრძლივობა: 3-6 თვე (1 თვე - გამოსაცდელი პერიოდი); სამუშაო განაკვეთი: არასრული - კვირაში 20-30 საათი.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 15 ნოემბერი, 2020 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@sd-caucasus.com.

მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელება მიუთითოთ.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://sd-caucasus.com


 

სიახლეებში დაბრუნება