Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

02-11-2020

2020-2021 აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)

მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Milano – PoLiMi) (მილანი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

შერჩევის პროცედურა

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე
  
მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პერიოდთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა, დიზაინი).

 

სიახლეებში დაბრუნება