მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსის „თანასწორობის რეპორტიორის“ ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

კონკურსის „თანასწორობის რეპორტიორის“ ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

29-10-2020 საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ  კონკურსის  „თანასწორობის რეპორტიორის“  ვადამ  გადაიწია და  მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევარი 20 ოქტომბრის ნაცვლად,  უნდა წარადგინონ
2020 წლის   1 ნოემბრამდე.

მონაწილეებმა კონკურსისთვის უნდა მოამზადონ

ისტორიები (ვიდეოს, ფოტოს ან ესეს სახით) და გააცნონ  ადამიანები, 

რომელთაც თანასწორობის ყოველდღიურ ცხოვრების დამკვიდრებაში წვლილი შეაქვთ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ასევე,  კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ იხილოთ  ვიდეოები  ინსტრუქციებით, რომელიც დაგეხმარებათ საკონკურსო ნამუშევრების მომზადებაში. 

ვიდეო 1ვიდეო 2ვიდეო 3.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ამბის თხრობის ტექნიკის გამოყენებით (storytelling) ქმნის სხვადასხვა ციფრულ პროდუქტებს: ვიდეო/ფოტო/ესე.

ამბის გმირები შეიძლება იყვნენ მეგობრები, ნათესავები, მეზობლები- ნებისმიერი ადამიანი, ვინც თანასწორობისთვის იბრძვის.

კონკურსი „თანასწორობის რეპორტიორი“ 2020 წლის სექტემბერში გამოცხადდა და
მონაწილეებისთვის საკუთარი ნამუშევრების წადგენისათვის ვადა - 2020 წლის 20
ოქტომბერი განისაზღვრა.  

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11