2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I, II, III, IV, VI და VIII სასწავლო კორპუსებში, ასევე, გურამიშვილის გამზ. N 17-ში მდებარე სასწავლო XI კორპუსში საარჩევნო უბნები განთავსდება.
შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების თანახმად, 2020 წლის 29 და 30 ოქტომბერს შეჩერდება სწავლების ის კომპონენტები (ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები), რომელიც აღნიშნულ სასწავლო კორპუსებში ხორციელდება. დანარჩენი სასწავლო პროცესი 29-30 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
გაცდენილი მეცადინეობების აღდგენა მოხდება 2020/2021 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის შუასემესტრულ გამოცდებამდე.
ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი - 31 ოქტომბერი - ოფიციალურად გამოცხადებულია უქმე დღედ. შესაბამისად, 31 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიულ-პრაქტიკული და დისტანციური სასწავლო აქტივობები არ შედგება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება - MES 0 20 0001047731, 28-10-2020 -
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე