ინსტიტუტი „ტექინფორმი“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO - ს მხარდაჭერით აგროსფეროს სპეციალისტებისა და მეცნიერთათვის ონლაინ სემინარს ატარებს

ინსტიტუტი „ტექინფორმი“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO - ს მხარდაჭერით აგროსფეროს სპეციალისტებისა და მეცნიერთათვის ონლაინ სემინარს ატარებს

27-10-2020

30 ოქტომბერს,  12:00 საათზე   ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს მხარდაჭერით AGRIS-ის (სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა) შესახებ  ონლაინ სემინარს ატარებს.

AGRIS - სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა  - ეს არის საინფორმაციო სისტემა (მრავალენოვანი ბიბლიოგრაფიული მონაცემების ბაზა), რომელიც  მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული კვლევის შედეგებსა და ტექნიკური ინფორმაციის მდიდარ კოლექციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

 AGRIS-ში ჩანაწერების უმეტესობა ინდექსირებულია AGROVOC-ის (FAO-ს მრავალენოვანი თეზაურუსი) საშუალებით/გამოყენებით და ხილვადია (ინდექსირდება) Google Scholar-ში.

„ტექინფორმი“ - საქართველოში AGRIS-ის ეროვნული ცენტრი და ინფორმაციის მიმწოდებლების ჰაბია, რომელიც  აღნიშნულ სისტემაში სამეცნიერო შრომების რეფერატებს სისტემატურად ათავსებს.

სემინარი ეძღვნება AGRIS სისტემის არსის, მისი გამოყენებისა და  მართვის პრინციპებს. გარდა ამისა, აღნიშნული სემინარი  საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო პროდუქციის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდის შესაძლებლობებს იძლევა.

ონლაინ სემინარზე,  სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო შრომების ძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩანაწერების დახარისხების, სტანდარტიზაციისა და AGRIS-ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში განთავსების საკითხები განიხილება.

სემინარი განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტეტების და ინსტიტუტების მეცნიერთათვის, ბიბლიოთეკარების, გამომცემლების, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებისთვის,  სადაც FAO-ს (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის) წარმომადგენლები FAO-ს ძირითადი ოფისიდან  ჩაერთვებიან.

სემინარს გაუძღვება: ინსტიტუტის დირექტორი ნელი მახვილაძე და დირექტორის მოადგილე მარინა რაზმაძე.

დაინტერესებული პირების წინაშე მოხსენებით წარსდგება  ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი მარინა რაზმაძე.

სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შემოუერდეთ ღონისძიებას ქვემოთ მითითებულ ბმულზე:  meet.google.com/xfi-jtud-fdx

ან დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: razmadze.m@gtu.ge

 

სიახლეებში დაბრუნება