სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)-ის ახალი ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER. პროექტის მიზანია სოციალური ინოვაციების, სოციალური მეწარმობის და სოციალური საწარმოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა.
პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობას.
ამ მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი http://socialinnovation.ge/ და ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/socialinnovation.ge/, რომელზეც განთავსდება სხვადასხვა სახის თემატური ინფორმაცია და რესურსი.
კონკური მიმართულია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების (21-დან-35 წლამდე) მხარდაჭერისკენ.
მსურველები გაეცნონ პირველ ონლაინ თვითმართულ კურსზე "სოციალური ინოვაცია ცვლილებებისთვის" ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის ახალი უნარების შეძენისა და თვალსაწიერის გაფართოების კუთხით. კურსის ფარგლებში გაეცნობიან ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა:
იმისთვის, რომ კურსი გაიარონ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ონალინ პლატფორმაზე: www.ctconline.ge.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ონლაინ სერთიფიკატი.
კონკურსის იდეა უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და ემსახურებოდეს სოციალური პრობლემების გადაჭრას.
კონკურში გაიმარჯვებს 5 იდეა და თითოეული დაფინანსდება 30 000 ლარით. კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, კონკურსის ისეთი დეტალები, როგორიცაა კონკურსის მიზანი, პრიორიტეტული მიმართულებები, სამიზნე ჯგუფი, განაცხადისფორმა, ჟიური და ა.შ. იხილეთ ბმულზე: https://socialinnovation.ge/competition-2-2/ .
ბლოგების კონკურსის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/341CpWA