17-31 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის `მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში“ (მსა) მიღება ცხადდება.
„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის“ მიზანია, სკოლის მოსწავლეებს დაეხმარონ მათემატიკასა და ქიმიაში სკოლის დავალებების დაძლევაში. გარდა ამისა, მოსწავლეს გაუადვილდეს თუ როგორ უნდა ჩასწვდეს პრობლემის, იდეის არსს, რათა შემდგომ თავად მოძებნოს გზები და საშუალებები ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების დასაძლევად. ახალგაზრდებს ასწავლიან გუნდური მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ინოვაციური, კრეატიული, მეცნიერული, ბიზნესაქტივობების მხარდასაჭერად.
აკადემიის მსმენელებს უტარდებათ ლექცია-სემინარები თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების, საინტერესო პროცესებისა და მოვლენების შესახებ. ყოველი თეორიული მასალა და საკვანძო საკითხები შუქდება ვიდეოგაკვეთილების საშუალებით.
მიმდინარე სასწავლო წელს მსა-ში იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:
მიმდინარე წელს სწავლება მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, ZOOM-ის ბაზაზე. აქედან გამომდინარე, საინჟინრო აკადემიის მსმენელი შეიძლება გახდეს მოსწავლე საქართველოს და საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნიდან.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე წელს სწავლა უფასოა (პროგრამირების გარდა)
თავდაპირველად, სწავლის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ertadmsa.gtu@gmail.com.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
595 19 62 73.
თბილისი. სტუ. მეექვსე სასწავლო კორპუსი. 510ა. კოსტავას 77 ა. ცენტრი „ერთად“.