ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას, რომელიც 2021 წლის 18 იანვრიდან 9 აპრილამდე გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 კვირიდან 12 კვირამდეა.
როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პროგრამისთვის ნომინირებული აკადემიური პერსონალი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩანდიგარის უნივერსიტეტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ინდოეთში ტრანსპორტირებით და საცხოვრებელით, თუმცა მიმღები უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს თვითმფრინავის ბილეთებსა ან ნებისმიერი სახით ფულად გასამრჯელოს.
პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ჩანდიგარის უნივერსიტეტი, ასევე, სთავაზობს ერთობლივი კვლევების შესაძლებლობას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.