ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კორდობას უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კორდობას უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

23-10-2020

2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)

კორდობას უნივერსიტეტი (University of Cordoba - UCO) (კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

კორდობას უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ  აქ.

სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მექანიკა, სოფლის მეურნეობა, ბიოლოგია და მომიჯნავე მეცნიერებები).

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.20
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

კორდობას უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება კორდობას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მექანიკა, სოფლის მეურნეობა, ბიოლოგია და მომიჯნავე მეცნიერებები).

 

სიახლეებში დაბრუნება