ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სტუდენტებისთვის Game-ჰაკათონის კონკურსი „Beeline Game Jam“ 23-25 ოქტომბერს Zoom-ის მეშვეობით დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
მჭიდროდ დაკავშირებულ ციფრულ სამყაროში, მობილური თამაშები ახალი თაობისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება. Beeline Game Jam - ბილაინის თამაშების მიმართულებით პირველი დიდი ღონისძიებაა.
დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან შემდგარი გუნდები, ერთმანეთს 48 საათის განმავლობაში, მობილური თამაშების (HTML5 ფორმატში) პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან.
გელით ყველას - დამწყებებს, სტუდენტებს თუ პროფესიონალებს ვისაც თამაშების შექმნისთვის სხვადასხვა როლის ბაზისური უნარები გაგაჩნიათ.
Beeline Gam Jam-ზე შემოქმედებითობა, კოლაბორაცია, ინოვაცია, გამოწვევების სიყვარული და თამაშებით დაინტერესებული ადამიანების უნიკალური ატმოსფერო დაგხვდებათ!
პრიზი:
გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი, რომელსაც სპეციალურად ღონისძიებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს, საჩუქრად მიიღებს PlayStation 4-ს.
რაც მთავარია - საინტერესო პროტოტიპების/იდეების შემქმნელი გუნდები და აქ რაოდენობა განუსაზღვრელია, თამაშების მიმართულებით ბილაინის პარტნიორები გახდებიან შემოსავლის გაყოფის მოდელით.
რეგისტრაცია:
Beeline Game Jam-ზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ დართული აპლიკაციის ფორმა.
ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, შერჩეულ გუნდებს ჩვენი წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.
სააპლიკაციო ფორმა: shorturl.at/hqtCM
Linkedin Event // Facebook Event