IFAC-ის 21-ე მსოფლიო კონგრესში სტუ-ის პროფესორმა ბესარიონ შანშიაშვილმა მონაწილეობა მიიღო

IFAC-ის 21-ე მსოფლიო კონგრესში სტუ-ის პროფესორმა ბესარიონ შანშიაშვილმა მონაწილეობა მიიღო

21-10-2020

გერმანიის ქალაქ ბერლინში ავტომატურ მართვაში საერთაშორისო ფედერაციის - IFAC-ის 21-ე მსოფლიო კონგრესი (www.ifac2020.org) ჩატარდა.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო კონგრესი ვირტუალურ ფორმაში  წარიმართა და ამიტომ მას IFAC-ის პირველი ვიტუალური მსოფლიო კონგრესი (IFAC-V 2020) უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ IFAC-ის მსოფლიო კონგრესი სამ წელიწადში ერთხელ იმართება და ავტომატური მართვის სფეროში ყველაზე მაღალ სამეცნიერო ფორუმს  წარმოადგენს.

კონგრესზე 250 ვირტუალური სექცია მუშაობდა, რომლებშიც წარდგენილი იყო 3000-ზე მეტი მოხსენება. მოხსენებები მართვის თეორიის ყველა მიმართულებას ეხებოდა.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ბესარიონ შანშიაშვილი, რომელმაც გააკეთა კონგრესის პროგრამაში საქართველოდან ჩართული ერთადერთი მოხსენების -    ბ. შანშიაშვილი, თ. რიგიშვილი.

„არაწრფივი ბლოკურად ორიენტირებული სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია სიხშირულ არეში“ (Shanshiashvili B., Rigishvili T. Parameter Identification of Block-Oriented Nonlinear Systems in the Frequency Domain). პრეზენტაცია. პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი ჩართული იყო სექციაზე „სისტემების იდენტიფიკაცია წარმოების მართვაში გამოყენებებისათვის“ („System Identification for Manufacturing Control Applications“).

კონგრესის ორგანიზატორებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს ბესარიონ შანშიაშვილს სერთიფიკატი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის ვირტუალური დარბაზი კონგრესის მონაწილეებისათვის ღია იყო 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, რის გამოც       ბესარიონ შანშიაშვილმა შეძლო მრავალი საინტერესო ინფორმაციის მოპოვება ავტომატური მართვის სფეროში ჩატარებული უახლოესი სამეცნიერო კვლევების შესახებ.


 

სიახლეებში დაბრუნება