ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

22-10-2020

2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი) მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო (Montpellier SupAgro) (მონპელიე, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ ინტერნშიპის (სტაჟირების) მსურველი სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის ერთობლივი კვლევითი ერთეულების (UMR) ჩამონათვალი და კონტაქტები იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო, ასევე, 1 მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტაჟირება 3 თვით. პრიორიტეტულია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება