ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

22-10-2020

2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი) ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (კაუნასი, ლიეტუვა) (Vytautas Magnus University - VMU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ERASMUS+ მობილობის პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტები იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესადმინისტრირება, სოფლის მეურნეობა, სატყეო, საინჟინრო მეცნიერებები).


 

სიახლეებში დაბრუნება