ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, Fulbright Visiting Scholar Program-ის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლისთვის, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის ფულბრაიტის ყოველწლიურ კონკურსს (The annual Fulbright competition) აცხადებს.
ფულბრაიტის პროგრამა (Fulbright Visiting Scholar Program) განკუთვნილია ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევრებისთვის, უნივერსიტეტის ლექტორებისა და ექსპერტებისთვის, რომელთაც პოსტ-სადოქტორო კვლევის გაგრძელება ან/და ლექციათა კურსის ჩატარება ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში სურთ. პროგრამის ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდეა.
ფულბრაიტის სტიპენდია არის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი სტიპენდია, რომელსაც აშშ-ის მთავრობა ქართველ მკვლევრებს და უნივერისტეტების აკადემიურ პერსონალს სთავაზობს.
პროგრამისთვის - Fulbright Visiting Scholar კანდიდატების შერჩევა მოხდება თბილისში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე.
გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია Fulbright Visiting Scholar Program-ის შესახებ