თურქეთის სტიპენდიების მსურველებმა განაცხადის ფორმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ

თურქეთის სტიპენდიების მსურველებმა განაცხადის ფორმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ

19-10-2020 საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულების მქონე დაინტერესებულმა პირებმა თურქული სასტიპენდიო პროგრამებისთვის განაცხადის ფორმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ.


თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ინფორმაციით,
ფორმა გულისხმობს იმ აკადემიური მიმართულებების დადგენას,
რომელიც საინტერესო და სასურველია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის.

ცნობისათვის, თურქეთი წლების განმავლობაში სიტემატურად აფინანსებს
საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოდანაც შერჩეული
სტუდენტების თურქეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: თურქეთის თანამშრომლობისა და
კოორდინაციის სააგენტო (TİKA)
თბილისის საკოორდინაციო ოფისი
ლვოვის ქ. No.6, 0160, თბილისი/საქართველო
ტელ: +995 32 2 99 84 16
ტელ: +995 32 2 38 14 55
Web-site: www.tika.gov.tr

 

სიახლეებში დაბრუნება