Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

19-10-2020 2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)  იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology - RUT) (ჟეშუვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე 

იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.  

აკადემიური კალენდარი და აკომოდაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

 

სიახლეებში დაბრუნება