ინფორმაცია სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტების საყურადღებოდ

ინფორმაცია სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტების საყურადღებოდ

16-10-2020

ძვირფასო სტუდენტებო,


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, 19-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, შეიცვლება სასწავლო განრიგი (ცხრილი). კერძოდ: 19-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით,  უნივერსიტეტის აუდიტორიებში, არადისტანციურ რეჟიმში, ჩატარდება ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები.


ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობების ცხრილები, შესაბამისი ფაკულტეტების მიხედვით, წინასწარ განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე - elearning.gtu.gestudinfo.gtu.geleqtori.gtu.ge - ბმულების სახით, ასევე, სტუ-ის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.


2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის არადისტანციური სწავლების IV კვირის ცხრილი


2020 წლის 26 ოქტომბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები გადავლენ სწავლების ჰიბრიდულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ განახლდება სალექციო კურსები, ხოლო პარალელურად, ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები წარიმართება უნივერსიტეტის სივრცეში.


ჰიბრიდული სწავლების (ონლაინ ლექციები და ლაბორატორიული მეცადინეობები) ახალი ცხრილები, შესაბამისი ფაკულტეტების მიხედვით, წინასწარ განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ოფიციალურ გვერდზე elearning.gtu.gestudinfo.gtu.ge,  leqtori.gtu.ge - ბმულების სახით, ასევე, სტუ-ის ფეისბუქ-გვერდზე.


რაც შეეხება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს,  სასწავლო პროცესი მათთვის 2020 წლის 19 ოქტომბრიდან, საუნივერსიტეტო სივრცეში დაიწყება.


ლაბორატორიული, პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარიმართება კოვიდ-პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძებებისა და სავალდებულო რეგულაციების სრული დაცვით - საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.


 

სიახლეებში დაბრუნება