სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

16-10-2020

2020 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა.  

 

პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში  2020 წლის  3 ნოემბერს გაიმართება.

 

2020 წლის 23 ოქტომბერს, არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება  და  2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგგრძელდება.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ) აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

გ) აქვს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.

 

პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) სამოქმედო გეგმა;

ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

თ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

ი) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე.

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ   შენობაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, 0160, კოსტავას ქ. №77, მე-2 სართული, ოთახი №238. 

საკონტაქტო პირი - დავით გორგიძე,  ტელ.: 599 22 33 64,  საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე 1000 -დან 1700 საათამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება