“ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტი იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად გუნდების რეგისტრაციას იწყებს

“ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტი იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად გუნდების რეგისტრაციას იწყებს

15-10-2020

“ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტი სამომხმარებლო სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად გუნდების რეგისტრაციას აცხადებს.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 – მე-4 ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

შეჯიბრში მონაწილე თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის 3 ან 4 სტუდენტისგან.

გუნდის წევრები არ შეიძლება იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან/და სერთიფიცირებული მედიატორები.

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: consumermoot@newvision.ge.

დაინტერესების შემთხვევაში გუნდებს მოცემულ ბმულზე შეუძლიათ იხილონ როგორც პროექტის აღწერა, ასევე შეჯიბრის წესები და სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა. შეჯიბრის წესები თანდართულია აღნიშნულ მეილზეც. 

https://newvision.ge/ge/news/samomxmareblo-samartlis-sasamartlo-da-mediaciis-imitirebuli-procesebi-0 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოიწეროთ აღნიშნულ მეილზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 598 14 31 13


 

სიახლეებში დაბრუნება