„კრედო ბანკი “ სტუდენტებისთვის ვაკანსიებს აცახდებს

„კრედო ბანკი “ სტუდენტებისთვის ვაკანსიებს აცახდებს

15-10-2020

„კრედო ბანკი “  დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულებისთის ვაკანსიებს აცახდებს.   ყველა პოზიცია არის სრულ განაკვეთიანი სამუშაო გრაფიკით.

გამოცხადებული  ვაკანსიები:  

  • აპლიკაციბის ადმინისტრატორი
  • სერვისდესკის ოფიცერი
  • მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორი
  • PHP დეველოპერი

აპლიკაციების ადმინისტრატორი

თანამდებობის მიზანი:

აპლიკაციების მხარდამჭერი პასუხისმგებელია სს ,,კრედო ბანკის“ სისტემებში ბიზნეს პროცესების მომსახურეობაზე დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად. პოზიციის მთავარი მიზანია ბიზნეს სისტემების მომხმარებლების მხარდაჭერა, დაფიქსირებული ხარვეზების ანალიზი და პროცესებში ჩართული პირების შესაბამისი ინფორმირება.

ძირითადი ფუნქციები:

  • შემოსული მოთხოვნების ანალიზი პროცესების და კოდის შესაბამისობის კუთხით;
  • კვლევის შედეგების მიხედვით მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება:
  • მომხმარებლის მიერ არასათანადო ქმედების შედეგად დამდგარი ინციდენტის მოგვარებაში მომხმარებლის მხარდაჭერა;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაცემების განახლება შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის გადაბარება შესაბამის რგოლზე, მისი მოგვარების და აღრიცხვის მიზნით (დეველოპერები, სისტემური ადმინისტრატორები, ბაზის ადმინისტრატორები და სხვა);
  • შემთხვევების გადაცემამდე შესაბამისი საჭირო ინფომრაციის შეგროვება და მოთხოვნის დეტალებში დამატება;
  • იდენტიფიცირებული ინციდენტის შეთანხმებული ფორმით ანგარიშგება შესაბამის თანამშრომლებთან (პრობლემ/ინციდენტ მენეჯმენტთან).
  • პროექტების/ცვლილებების დაგეგმარება-დანერგვის პროცესებში ჩართულობა, ბიზნეს პროცესებზე ცვლილების გავლენის განსაზღვრის მიზნით;
  • ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ბა/ტესტერების მიერ შემუშავებული შემოვლითი გზების შესწავლა და უკუკავშირი;
  • პროდუქტების კონფიგურატორის მხარდაჭერა და პროდუქტების მართვა ბიზნეს მოთხოვნების მიხედვით;
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა მხარდაჭერის სისტემის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფით;
  • მხარდაჭერის პორტალის მეშვეობით AppSupport -ზე გადაწერილი მოთხოვნების პროცედურების და შესაბამისი შეთანხმების მიხედვით დამუშავება;
  • შემოსული მოთხოვნების განზოგადებული შეთანხმებული ფორმით ანგარიშგება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • კრედოში დანერგილ სისტემურ პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft IIS, Apache Tomcat).
  • პროგრამირების ენის ცოდნა (C#, JavaScript).
  • მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა (MS SQL, Oracle );
  • კრედოში დანერგილი პროდუქტების, სერვისებისა და პროცესებში ადვილი ნავიგაცია. 
  • სასურველია საბანკო აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.


თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV მეილზე: cv@credo.ge  და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

დედლაინი: 19 ოქტომბერი 


სერვისდესკის ოფიცერი

თანამდებობის მიზანი

სერვისდესკის ოფიცერი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვისდესკის მართვის პროგრამაში შემოსული მოთხოვნები გადაამისამართოს სწორად და სწრაფად

გამოითხოვოს სრული და დეტალური ინფორმაცია მოთხოვნის შესახებ და მოაგვაროს პრობლემა კომპეტენციის ფარგლებში

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
  • შემოსული მოთხოვნების სრულყოფილად შევსება/რეგისტრაცია ServiceDesk ის პროგრამაში;
  • შემოსული მოთხოვნის SLA მიხედვით შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება სწორი დიაგნოზით;
  • მორიგე თანამშრომლების განსაზღვრა და შეტყობინების დაგზავნა შესაბამის სამსახურებთან;
  • გადაცემული მოთხოვნის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კავშირი ტექნიკოსთან ან რექვესტერთან;
  • შექმნას და შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება რექვესტერებთან, მუდმივად იფიქროს გაუმჯობესებაზე და კმაყოფილების გაზრდაზე;
  • ყოველთვიური KPI რეპორტინგი რეგიონების მიხედვით
  • IT ის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა

აუცილებელი მოთხოვნები

  • IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ITIL ის ცოდნა;
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Excel VBA პრინციპების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;

აუცილებელი უნარები:

  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მნიშვნელოვანია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

CV გამოგვიგზავნე მეილზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვისდესკის ოფიცერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე კრედო კარიერის Facebook-ზე

 

განცხადების მიღების ვადა:  25 ოქტომბერი

 

მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორი 

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
  • სასურველია 1-წლიანი გამოცდილება ბაზების ადმინისტრირების პოზიციაზე;
  • RDBMS ტიპის ბაზების ოპერირების და ადმინისტრირების უნარი;
  • XML მონაცემთა სისტემების მართვის პრინციპები;
  • No-SQL ბაზების აგებულების და მუშაობის საფუძვლები;
  • Lnix სისტემების მუშაობის და ადმინისტრირების საფუძვლები;
  • მონაცემთა დამუშავებისა და მანიპულირების მთავარი მეთოდოლოგიებისა და ენების ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზების დიზაინისა და აგების პრინციპების ცოდნა;
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
  • CV გამოგვიგზავნე მეილზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორი.

განცხადების მიღების ვადა:  20 ოქტომბერი


PHP დეველოპერი

ძირითადი მოვალეობები:

  • კრედო ბანკისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა PHP ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • ბიზნეს ანალიტიკოსებთან და არქიტექტორებთან კოორდინირებით მუშაობა
  • მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის მოკვლევა, ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზება და განხორციელება შეთანხმებულ დროში;
  • მაღალი ხარისხის კოდის წერა.

მოთხოვნები

  • ვებ დეველოპმენტში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება PHP გამოყენებით;
  • MySQL, MariaDB;
  • Wordpress;
  • ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება - Rest API;
  • HTML 5, CSS 3, Javascript, JQuery, VueJS;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი ;
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - PHP დეველოპერი

დედლაინი: 19 ოქტომბერი

 

სიახლეებში დაბრუნება