25 ოქტომბერს, განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა გაიმართება.
გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.
გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები. გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!
გამოფენა ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით გაიმართება, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.
გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: shorturl.at/CGR69
რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დაინტერესებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: