საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მსმენელთა მიღებას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მსმენელთა მიღებას იწყებს

15-10-2020

17-31 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის `მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მსმენელთა მიღებას აცხადებს.

„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის“ მიზანია, სკოლის მოსწავლეებს დაეხმაროს, იპოვოს გზა ცოდნისკენ, შემოქმედებისკენ, სიმშვიდისკენ. შეისწავლონ თუ როგორ უნდა ჩასწვდნენ პრობლემის, იდეის არსს, რათა შემდგომ თავად მოძებნონ გზები და საშუალებები, ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების დასაძლევად. მოსწავლეებს მათემატიკასა და ქიმიაში სკოლის დავალებების დაძლევაში  ეხმარება.

ახალგაზრდებს ვასწავლით გუნდური მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ინოვაციური, კრეატიული, მეცნიერული, ბიზნესაქტივობების მხარდასაჭერად. 

აკადემიის მსმენელებს უტარდებათ ლექცია-სემინარები თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების, საინტერესო პროცესებისა და მოვლენების შესახებ. ყოველი თეორიული მასალა და საკვანძო საკითხები ვიდეოგაკვეთილების საშუალებით შუქდება.   


მიმდინარე სასწავლო წელს მსა-ში იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

  • მათემატიკა: სახალისო, სანიმუშო ამოცანები, მაგალითები; ჯერ კიდევ გადაუჭრელი მათემატიკური პრობლემები; სასკოლო პროგრამა (დახმარება სასკოლო დავალებების შესრულებაში);
  • ლექციები უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ჯერ კიდევ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემებზე;
  • ვებპროგრამირება; ვებდიზაინი; პროგრამირება c++, c#. ჩვენი მიდგომა ამ მიმართულებით ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას (ამერიკის, საფრანგეთის, იაპონიის და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებებს, მეცნიერულ კვლევებს). პროგრამირების მიმართულებით სწავლება ინდივიდუალურია და იგეგმება მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების შემდეგ. სწავლის საფასური განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე).

 

მიმდინარე წელს სწავლება მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, ZOOM-ის ბაზაზე. აქედან გამომდინარე, საინჟინრო აკადემიის მსმენელი შეიძლება გახდეს მოსწავლე საქართველოს და საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნიდან.

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, აკადემიის მსმენელთათვის დაწესებულია სწავლების საფასური (პროგრამირების გარდა) - 25 ლარი თვეში. 

 თავდაპირველად, სწავლის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ertadmsa@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

595 19 62 73.

ertadmsa@gmail.com  

თბილისი. სტუ. მეექვსე სასწავლო კორპუსი. 510. კოსტავას 77. ცენტრი „ერთად“.

 

სიახლეებში დაბრუნება