ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) ემპირიული კვლევის მეთოდების გლობალური სკოლა (GSERM) 2021 წლის იანვრისთვის ინგლისურენოვან ონლაინ კურსებს აცხადებს.
პროგრამა მონაწილეებს მოწინავე მეთოდური უნარ-ჩვევების დაუფლებაში დაეხმარება, რაც მათ საშუალებას მისცემს უახლესი აკადემიური კვლევების ჩატარებისთვის.
თითოული ემპირიული კვლევითი კურსი 4-კრედიტიანია.
კურსები გაიმართება 2021 წლის 4-8 და 11-15 იანვარს (პირველი და მეორე სესია).
ღირებულება
მაგისტრანტი / დოქტორანტი / პოსტდოქტორი: 1 კურსი - 600 ფრანკი; 2 კურსი - 1,100 ფრანკი