სტუ-ში საერთაშორისო სემინარი „ლიეტუვა და საქართველო - დღევანდელი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა

სტუ-ში საერთაშორისო სემინარი „ლიეტუვა და საქართველო - დღევანდელი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა

07-10-2020

„ლიეტუვა და საქართველო - დღევანდელი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები“ - ამ სახელწოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი გაიმართა. 

სემინარი,  რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა  ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანამანათებლო თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება. 

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას ფრანცკიეტისმა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ანდრიუს კალინდრასმა, ვილნიუსის კოლეგიის ვიცე-რექტორმა ნიოლე ზინკევიჩიენემ, ვილნიუსის კოლეგიის წევრმა და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდას კავალიუსკასმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს შორის, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია შედგა, რომელზეც მხარეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების, სტუ-ის  ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის შემდგომი განვითარებისა და  სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი ორგანიზებულია ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ბალტისტიკის პროექტის - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მოღვაწეობის პრიორიტეტები 2020 წელს“ - ფარგლებში. პროექტს ვილნიუსის კოლეგია და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ახორციელებენ.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, 2018 წლის 26 მაისს, ოფიციალურად გახსნა.

ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუა ლებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვურ 

საგანმანათლებლო პროექტებში. 

აღსანიშნავია, რომ სტუ- ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და  განათლების ცენტრს მუშაობა პანდემიის პირობებშიც არ შეუწყვეტია.


 

სიახლეებში დაბრუნება