სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარისგან ვიქტორას ფრანცკიეტისისგან მადლობის წერილი მიიღო

სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარისგან ვიქტორას ფრანცკიეტისისგან მადლობის წერილი მიიღო

07-10-2020

ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარე, პროფესორი ვიქტორას ფრანცკიეტისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს მადლობას უხდის ტექნიკური უნივერსიტეტში  არსებულ  ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის  განვითარებისათვის, რაც  ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობებს აღრმავებს.

"მადლობას გიხდით, საქართველოსა და ლიეტუვას შორის, ორმხრივი ურთიერთობისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და პატივისცემისთვის, რასაც თქვენი უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ანვითარებს. თქვენი ყურადღებისა და დახმარების წყალობით, ლიეტუვისა და საქართველოს აკადემიურ საზოგადოებებს შორის ურთიერთიობა და ჩვენი ქვეყნების ხალხთა მეგობრობა მტკიცდება და უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს. გავძლიერდეთ ერთად!" - აღნიშნულია ლიეტუვას  სეიმის თავმჯდომარის ვიქტორას ფრანცკიეტისის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც  2020 წლის 6 ოქტომბრით არის დათარიღებული.



 

სიახლეებში დაბრუნება