„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ სტუდენტებისთვის

„ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ სტუდენტებისთვის

06-10-2020

ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა  ეძლევათ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) დისტანციური სწავლების „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE).

აღნიშნული კურსი საქპატენტის მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე და  შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან, რაც უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სტუდენტისთვის.

კურსის ფარგლებში, სტუდენტები დაეუფლებიან ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შემდეგი ძირითადი მიმართულებით: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც, მომავალში მათ შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების მაღალი საფეხურის კურსები.

საქპატენტი მუდმივად ცდილობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და უფრო მეტი პროფესიონალის ჩამოყალიბებას.


კურსზე რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.sakpatenti.gov.ge (განყოფილება: დისტანციური სწავლება, საკონტაქტო პირი: ანა დალაქიშვილი, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ტელ: 599 115 810).

კურსზე რეგისტრაცია სრულდება 2020 წლის 7 ოქტომბერს.

 

სიახლეებში დაბრუნება