საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus+) აქტივობები გაგრძელდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus+) აქტივობები გაგრძელდება

06-10-2020

კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus+) აქტივობები გაგრძელდება. ინფორმაცია სტუ-ში მიმდინარე კონკურსის შესახებ და მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი, როგორც ყოველთვის, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/erasmus+.php

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური უზრუნველყოფს დაინტერესებული კონკურსანტებისთვის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებულ ინტენსიურ კონსულტაციებს საინფორმაციო შეხვედრების (ჯგუფური, პერსონალური), სოციალური ქსელების, ელ.ფოსტის მეშვეობით. კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები ამ ეტაპზე შეჩერებულია.

კონკურსის გამოცხადებისთანავე ონლაინრეჟიმში დაიწყება კონსულტაციები, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართოთ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური): როგორც  ცნობილია, 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM). Erasmus+ (ერაზმუს+) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აპლიკანტების შერჩევის პროცესი ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით კონკურსის ჩატარების წესის მიხედვით, რომელიც დაამტკიცა სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ (დადგენილება #01-05-04/38).

წესი შემუშავდა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებისთვის Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზამკვლევის, ასევე, კოორდინატორ უნივერსიტეტებში ამ მხრივ არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინების საფუძველზე.

 შერჩევის პროცესი გულისხმობს სააპლიკაციო განაცხადების განხილვასა და სორტირებას, რის საფუძველზედაც კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის წარსადგენად პროექტის ნომინაციები კეთდება.


პროექტი მოიცავს შემდეგი სახის მობილობებს: სტუდენტთა მობილობა

  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა 1 ან 2 სემესტრით. უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.
    ICM პროგრამა ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად, 750-იდან 850 ევრომდე.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • სტუდენტებს, რომლებიც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხებიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • პირველი და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებს
  • დამამთავრებელი კურსის მაგისტრანტებს
  • ბაკალავრებს და მაგისტრანტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus Mundus გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
  • დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Erasmus Mundus და Erasmus+ გაცვლით პროგრამებში და მათი მობილობის პერიოდი დაგეგმილი მობილობის ჩათვლით აღემატება 12 თვეს.

დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის: სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)

  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  • EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე)
  • სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე)
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი და დანართი (ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში)
  • კვლევის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის)
  • მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორის /ადმინისტრაციული ერთეულისგან (ინგლისურ ენაზე) (ოფიციალური დოკუმენტი სავალდებულო არ არის. საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის) აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა
  • სწავლების მიზნით: აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა, ასწავლოს და ჩაატაროს ლექციები პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (5 სამუშაო დღიდან 2 თვემდე)
  • ტრეინინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში, ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით (5 სამუშაო დღიდან 2 თვემდე). აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად, 100-იდან 160 ევრომდე.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელია (შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი) დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის: ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი
  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  • EUROPASS CV (ინგლისურენაზე)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატი ასწავლის ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება)
  • სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე)
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი და დანართი (ინგლისურ ენაზე)
  • აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის)
  • ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ ადმინისტრაციული პერსონალისთვის)
  • ცნობა უნივერსიტეტში დასაქმების შესახებ (ინგლისურ ენაზე) კონკურსში შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.


Erasmus+ Credit Mobility პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად:

  • მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულზე დაგეგმილი მობილობებისთვის კონკურსი ტარდება ნოემბერში, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 15 ნოემბერი;
  • მომავალი აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობებისთვის.


კონკურსი ტარდება აპრილში, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 15 აპრილი.

შენიშვნა: საბუთების წარდგენის ბოლო ვადები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული კოორდინატორი უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.


დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, შემოთავაზებული მობილობის ტიპებისა და ვადების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


აკადემიური მიმართულებებისა და კოდების განმარტებისთვის იხილეთ ბმული: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221 ტელ.: (+995 32) 237 54 34; ელ.ფოსტა: erasmusplus@gtu.ge


იხილეთ ზოგადი გზამკვლევი Erasmus+ მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=14553


იხილეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება


N01- 05-04/38 სტუ-ის სტუდენტთა გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით კონკურსის ჩატარების წესის შესახებ https://gtu.ge/pdf/dadgenileba%2001-05-04-38%20erasmus+.PDF


იხილეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია https://gtu.ge/pdf/dadgenileba%2001-05-04-97%20internationalization.PDF

 

სიახლეებში დაბრუნება