საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციია „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციია „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება

02-10-2020

II საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციია „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“ ჩატარდება  2020 წლის 7–10 დეკემბრს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, საქართველო).

 კონფერენციის ორგანიზატორები:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“;
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია;
  • სს „თელასი“;
  • სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
  • სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
  • შპს „მონტაჟ ჯორჯია“;
  • შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“.


კონფერენციის პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

  • ელექტროენერგეტიკური სისტემები და კომპლექსები;
  • ელექტრომექანიკური სისტემები;
  • ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები;
  • ძალური ელექტრონიკა;
  • ენერგოეფექტიანობა  და განახლებადი ენერგიის წყაროები;
  • ენერგო-რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში;
  • ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში;
  • ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება;
  • სპეციალისტების მომზადება ენერგეტიკის მიმართულებით.


საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდიუმი

დავით გურგენიძე, კონფერენციის თავმჯდომარე

სტუ-ს რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, (საქართველო)

ევგენი სოკოლი, კონფერენციის თანათავმჯდომარე

ნტუ „ხპი“-ის რექტორი, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (უკრაინა)

რევაზ არველაძე, კონფერენციის თანათავმჯდომარე

ტ.მ.დ., პროფესორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, (საქართველო)

ვლადიმერ კლეპიკოვი, კონფერენციის თანათავმჯდომარე

ტ.მ.დ., პროფესორი, უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი (უკრაინა)

ბადურ ჭუნაშვილი, კონფერენციის თანათავმჯდომარე

ტ.მ.დ., პროფესორი, სტუ-ს ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, (საქართველო)

ალექსანდრე პეტროსიანი, კონფერენციის პასუხისმგებელი მდივანი,

აკადემიური დოქტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, (საქართველო)


საორგანიზაციო კომიტეტი

  • ზვიად ვაშაკიძე  - სს „თელასი“;
  • თეიმურაზ გამრეკელაშვილი - სს „თელასი“;
  • ენვერ ჩიჩუა - სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
  • უჩა უჩანეიშვილი - სს „საქართველოს სახელმწეფო ელექტროსისტემა“;
  • დავით კახიანი - შპს „მონტაჟ ჯორჯია“;
  • ემზარ ჩაჩხიანი  - აკადემიური დოქტორი, შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“;
  • ნუგზარ ბერიძე  - ტ.მ.დ., პროფესორი, (სემეკი);
  • ომარ ზივზივაძე - ტ.მ.დ., პროფესორი, სექციის  თავმჯდომარე (აწსუ, ქ. ქუთაისი);
  • ლევან იმნაიშვილი - ტ.მ.დ., პროფესორი, სექციის თავმჯომარე;
  • თორნიკე კიზირია  - ტ.მ.კ., ასოცირებული პროფესორი, სექციის თავმჯდომარე; 
  • ომარ კიღურაძე  - ტ.მ.დ., პროფესორი,  სექციის თავმჯდომარე;
  • ნიკოლა მუხა - ტ.მ.დ., პროფესორი, სექციის თავმჯდომარე (უკრაინა);
  • სიმონ ნემსაძე  - ტ.მ.კ., პროფესორი სექციის თავმჯდომარე;
  • იგორ ორლოვსკი  - ტ.მ.დ., პროფესორი, სექციის თავმჯდომარე (პოლონეთი);
  • არჩილ სამადაშვილი  - ტ.მ.დ., პროფესორი, სექციის თავმჯდომარე;
  • მამუკა ქობალია  - ტ.მ.კ., პროფესორი, სექციის თავმჯდომარე;
  • ალა დრანკოვა - ტ.მ.კ., ასოცირებული პროფესორი, (უკრაინა);
  • რომან ზაიცევი - ტ.მ.დ., პროფ. (უკრაინა);
  • თენგიზ მუსელიანი  - ტ.მ.კ., პროფესორი;
  • შალვა ნაჭყებია - ტ.მ.კ., პროფ.;
  • მაია ტუღუში  - ტ.მ.კ, ასოცირებული პროფესორი (ბსსა, ქ.ბათუმი);
  • ვერა შამარდინა  - ტ.მ.კ., პროფესორი, (უკრაინა);
  • ლენა შატაკიშვილი - ტ.მ.კ., პროფესორი;
  • თენგიზ ჯიშკარიანი  - ტ.მ.დ., პროფესორი.


კონფერენციის სამუშაო ენები:

ქართული, ინგლისური, რუსული.


პუბლიკაცია:

მასალები გამოქვეყნდება საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ „ენერგია“-ს სპეციალურ თემატურ გამოცემაში.


სტატიის მოცულობა:

სტატიის მოცულობა შეადგენს A4 ფორმატის 4-6 გვერდს, გაფორმებული თანდართული მოთხოვნების მიხედვით. ერთი ავტორისაგან მიიღება არაუმეტეს 2 ნაშრომისა.


კონფერენციის დაფინანსება:

კონფერენციის საორგანიზაციო ხარჯების დაფინანსებას უზრუნველყოფს სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“.


რეგისტრაცია:

მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად  ბმულზე:

https://forms.gle/DJAVL8NYaUxCMMDd8


საკონტროლო თარიღები:

2020 წლის 31 ოქტომბრამდე -განაცხადების მიღება მონაწილეობის შესახებ;

2020 წლის 20 ნოემბრამდე - გამოსაქვეყნებელი მასალების მიღება ელექტრონულად;

2020 წლის 30 ნოემბრამდე - შეტყობინება მასალის გამოსაქვეყნებლად მიღების თაობაზე.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონები: (+995) 593 32 01 22; (+995) 558 12 60 04; (+995) 595 29 00 44.

E-Mail: mppe@gtu.ge;

Internet: www.gtu.ge.


ჟურნალ “ენერგია” – ს რედაქციაშისპეციალურ თემატურ გამოშვებაში „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“ გამოქვეყნებისათვის წარსადგენი ნაშრომის გაფორმების წესები


 

სიახლეებში დაბრუნება