ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ქორეალი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ქორეალი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს

01-10-2020 მათთვის, ვისაც უნდა საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, ასევე აინტერესებს ქართული ხალხური ფოლკლორი, ცეკვავდა ქართულ ცეკვებს ან უნდა რომ ისწავლოს ცეკვა, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ქორეალი“ სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას.

ეს შენი შანსია! გაერთე - იყავი შემოქმედებითი და საინტერესო! აკეთე ქართული საქმე! 

„ქორეალში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ ქართულ ხალხურ ცეკვას თანამედროვე ინტერპრეტაციით.

„ქორეალმა“ დანერგა უანალოგო მიდგომა ფოლკლორში -  ცეკვა თეატრის დონეზე, მოკლე ეტიუდებით და სხეულის ენით. ქართული ფოლკლორის დახმარებით გადმოცემული სათქმელი!

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს, ნომერზე:  +995 557 280804 (გიორგი ახალკაციშვილი), ან  ელექტრონულ მისამართზე  chorealdace2@gmail.com .

 

სიახლეებში დაბრუნება