კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ ახალი ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული სოციალური ინოვაციების კონკური საინტერესო შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის.
სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)-ის ახალი ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER. პროექტის მიზანია სოციალური ინოვაციების, სოციალური მეწარმობის და სოციალური საწარმოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა.
პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობას.
ამ მიზნით შეიქმნა ვებგვერდი http://socialinnovation.ge/ და ფეისბუქგვერდი https://www.facebook.com/socialinnovation.ge/, სადაც განთავსდება სხვადასხვა სახის თემატური ინფორმაცია და რესურსი. შეიქმნება რამდენიმე თვითმართვადი ელექტრონული კურსი. სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის - ხელმისაწვდომი იქნება ოქტომბრიდან, კურსების სესახებ კი ინფორმაცია დამატებით გავრცელდება.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სოციალური ინოვაციების შესახებ კონკურსის გამოცხადება და ჩატარება.
კონკური მიმართულია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების (21-დან-35 წლამდე) მხარდაჭერისკენ.
კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოსდაცვა. კონკურსის იდეა უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და ემსახურებოდეს სოციალური პრობლემების გადაჭრას.
კონკურში გაიმარჯვებს 5 იდეა და თითოეული დაფინანსდება 30 000 ლარით. კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, კონკურსის ისეთი დეტალები, როგორიცაა კონკურსის მიზანი, პრიორიტეტული მიმართულებები, სამიზნე ჯგუფი, განაცხადისფორმა, ჟიური და ა.შ. იხილეთ ბმულზე: https://socialinnovation.ge/competition-2-2/ .
გარდა ამისა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი გთავაზობთ სოციალური ინოვაციებთან დაკავშირებულ ბლოგების კონკურსს, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.
ბლოგების კონკურსის დეტალები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/341CpWA
მეტი ინფორმაციის მისაღებად კონკურსის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ მოკლე ვიდეოები ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/socialinnovation.ge/videos/2746840552309993/ ; დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხ. ვებგვერდი http://socialinnovation.ge/.