საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართება

29-09-2020

ერეკლე II-ის დაბადებიდან 300-წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში, 2020 წლის 26-28 ნოემბერს, სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართება.

 

საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციის მიზანია, სამეცნიერო გარემოში ერეკლე II-ის, როგორც განსაკუთრებული მოღვაწის მასშტაბურობის წარმოჩენა პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ჭრილში.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ); ლიტერატურულ ჟურნალ ანეულისრედაქცია.

 

კონფერენციის თემატიკა: კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების პრობლემატიკა და თემატიკა შეზღუდული არ არის. აქცენტირებული იქნება: ქართული ჰუმანიტარული აზროვნების ევროპეისტული რეგისტრები; ასევე, ერეკლე II, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ისტორიული პიროვნება მესამე ათასწლეულის გადასახედიდან.

 

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2020 წლის 26-28 ნოემბერი.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

26-27 ნოემბერი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მ. კოსტავას ქუჩა 77, VI კორპუსი;

28 ნოემბერი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).


განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 25 ოქტომბერი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, უნდა შეავსონ განაცხადის

ფორმა - გთხოვთ, იხილოთ დანართი

ავტორებისათვის კონფერენციაზე თემის დაშვების შეტყობინების დრო: 2020 წლის

30 ოქტომბერი.

 

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

erekleconference@gmail.com;

tamartamriko830@gmail.com

 

საკონტაქტო პირები:

თამარ შაიშმელაშვილი – (+995) 551 005 058; ასმათ ფიფია – (+995) 599 557 993

 

კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა კრებულში.

 

გთხოვთ, იხილოთ ნაშრომისა და სტატიის გაფორმების წესი

 

სიახლეებში დაბრუნება