საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი 2020 წლის 28 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში დაიწყო. უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესით ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემა „პოსტ ალიონი“ დაინტერესდა.
გადამღები ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს 29 სექტემბერს ესტუმრა და ერთ-ერთ უახლეს, აკრედიტებულ სასწავლო ლაბორატორიაში იმ სასწავლო-კვლევით პროცესებს გაეცნო, რომელსაც ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით ატარებენ.
POSTV-ის ჟურნალისტს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურის, შესაძლებლობებისა და მიმდინარე სასწავლო-კვლევითი პროექტების შესახებ დეკანი პროფესორი გიგა ქვარცხავა ესაუბრა.
ერთ-ერთ მიმდინარე სასწავლო-კვლევით პროექტზე კი, რომელიც თბილისის შემოგარენში წიწვოვანი მცენარეების ხმობის პროცესზე დაკვირვებასა და კვლევას ისახავს მიზნად, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორმა ირინა დანელიამ და სტუდენტებმა ისაუბრეს.