თანასწორობის რეპორტიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

თანასწორობის რეპორტიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

25-09-2020



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თანასწორობის რეპორტიორის შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

 

კონკურსის საშუალებით ფართო საზოგადოებას თანაცხოვრებისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი საინტერესო პირადი ისტორიების გაცნობისა და გაზიარების

შესაძლებლობა ექნება.

 

კონკურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ამბის თხრობის ტექნიკის გამოყენებით (storytelling) ქმნის სხვადასხვა ციფრულ პროდუქტებს: ვიდეო/ფოტო/ესე.

ამბის გმირები შეიძლება იყვნენ  მეგობრები, ნათესავები, მეზობლები - ნებისმიერი, ვინც თანასწორობისთვის იბრძვის.

მონაწილეები შეირჩევიან გაგზავნილი ციფრული პროდუქტების (ვიდეო, ფოტო, ესე) საფუძველზე. 

გამოგზავნეთ ესე ქართულ ენაზე ან ფოტო მოკლე წარწერით - ფოტოზე მოცემული ისტორიის შესახებ, არაუმეტეს 50 სიტყვისა (დაშვებულია ასევე მობილურით
გადაღებული ფოტოები) ან ვიდეო, არაუმეტეს სამი წუთისა. 

ამავდროულად, ვიდეო, ფოტო თუ ესე უნდა გაზიარდეს კონკურსანტის პირად  Facebook პლატფორმაზე ჰეშთეგის #თანასწორობისრეპორტიორი #Equalityreporter გამოყენებითა და კამპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მონიშვნის გზით.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: antidiscrimination.georgia@coe.int სათაურით: თანასწორობის რეპორტიორი 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.

ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება თანასწორობის ელჩის 
შესარჩევად.

ყველა დეტალი თანასწორობის რეპორტიორის კონკურსში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ: http://bit.ly/თანასწორობისელჩი

ყველა დეტალი თანასწორობის ელჩის კონკურსში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ: http://bit.ly/თანასწორობისელჩი

თვალი ადევნეთ და მხარი დაუჭირეთ კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ აქ: https://www.facebook.com/IChooseEquality/




 

სიახლეებში დაბრუნება