საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარი ელიზბარ ერისთავის გარდაცვალების გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარი ელიზბარ ერისთავის გარდაცვალების გამო

19-09-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ენერგეტიკოსის, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის, ღირსების ორდენის კავალრის, ბატონი ელიზბარ ერისთავის გარდაცვალების გამო.

ელიზბარ ერისთავი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის წევრი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმისა და საინჟინრო აკადემიის წევრი, ენერგეტიკის რეგულატორთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) დამფუძნებელი წევრი, ექსთავმჯდომარე და საპატიო წევრი.

ელიზბარ ერისთავი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს ბატონი ელიზბარ ერისთავის ოჯახს.


 

სიახლეებში დაბრუნება