გაცნობებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ პირებთან სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება მოხდება შესაბამის ფაკულტეტებზე:
17-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10:00-დან 16:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით
მაგისტრანტობის კანდიდატმა, მატერიალური სახით, უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, და მინიჭებული აქვს 150 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა, მისი მონაცემები უკვე გამოგზავნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სტუ-ის შესაბამის ფაკულტეტზე ხელშეკრულების გაფორმების დროს, სოცდაუცველის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი სამხედრო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრია, გთხოვთ, სტუ-ის შესაბამის ფაკულტეტზე ხელშეკრულების გაფორმების დროს, დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოთ.
სტუ-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულმა პირმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს:
სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო პროცესი დაიწყება 28 სექტემბერს და წარიმართება ონლაინ რეჟიმში.