ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022 აკადემიური წლისთვის

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022 აკადემიური წლისთვის

16-09-2020

2021-2022 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის სრული სტიპენდიის მისაღებად  გამოცხადებული კონკურსი გრძელდება. 

დაინრესებულ პირებს, ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ  ჩეხეთის სასტიპენდიო განაცხადების მიღების ვადა 30 სექტემბრამდე გაგრძელდა.   


20 სრული სტიპენდიის დაფინანსება გათვალისწინებულია როგორც ჩეხური (9), ასევე ინგლისური (11) ენის პროგრამებისათვის შემდეგ სფეროებში:

  • მშენებლობა
  • ფინანსები
  • სოფლის მეურნეობა
  • მათემატიკა
  • სტატისტიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • გარემოს დაცვა
  • ენერგეტიკა

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ  ვებგვერდზე:

https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2


ცნობისათვის: 
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2021-2022 აკადემიური წლისთვის  დაფინანსებისა და კონკურსის  შესახებ  ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 10 აგვისტოს შევიდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს N677468 კორესპონდენცია.


 

სიახლეებში დაბრუნება