მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე, იმართება პროექტის - „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ გახსნის კონფერენცია, რომელიც ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველი უნდა ეწვიოს პარტნიორობის ვებსაიტს:
კონფერენცია ჩატარდება Zoom-ში, შემდეგ ბმულზე https://zoom.us/j/92604290781
ორგანიზაციამ „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ (Partnership Research Action Health) აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წლის ივნისიდან. პროექტი აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის მთავარი მიზანია აივ კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ქართველ მკვლევართა მომავალი თაობის ტრენინგის გზით, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილე მიიღებს Zoom-ის ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებს კონფერენციაზე დასწრებას.
შეხვედრის მიზანია პროექტის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და სამომავლო ტრენინგების პოტენციურ მონაწილეთა დაინტერესება.
შეხვედრაში მონაწილეობენ:
საკონტაქტო პირი:
თამარ ზურაშვილი, „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“.
ტელ: 595092950
ელ.ფოსტა: tzurashvili@prah.ge tzurashvili@hotmail.com