ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

14-09-2020


კომპანია “ჰიდროდიაგნოსტიკა” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე. 

აღნიშნული ვაკანსიით, რომელიც არ არის ვიწრო სპეციალიზაციაზე გათვლილი, შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტები (დამამთავრებელი კურსი და/ან მაგისტრანტები):
  
  • სამშენებლო;
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის;
  • სამთო გეოლოგიური;
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების.

ძირითადი მოვალეობები:
  • საინჟინრო პროექტების შემუშავება, მათ განვითარებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; 
  • საინჟინრო გუნდთან მუშაობა პროექტის გეგმის შემუშავებაში. პროექტის ბიუჯეტის, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა; 
  • პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების, კომპონენტების და სისტემების შერჩევა, აწყობა-ტესტირება, საველე სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება-ზედამხედველობა და ექსპლუატაციაში გაშვება; 
  • მონიტორინგის სისტემების გამართული/საიმედო მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, შესაძლო გაუმართაობა-დეფექტების აღმოფხვრა და მწარმოებლის ტექნიკურ სამსახურებთან მჭიდრო კომუნიკაცია;  
  • საველე კვლევით-გაზომვით ექსპედიციებში მონაწილეობა და სხვადასხვა ანალიტიკურ(საინფორმაციო)-გამზომი ხელსაწყოების გამოყენება.

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (სამოქალაქო და ჰიდროინჟინერია, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები; გეოლოგია, გეოფიზიკა ან ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია) მიმართულებით - შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; 
  • სასურველია მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (მაგ: Tableau, MS Power BI, MS Excel, Matlab…) 
  • სასურველია AutoCAD-ის და/ან სხვა საინჟინრო გრაფიკული დამუშავების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
 
შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, შესაძლებლობა მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა ტრეინინგებსა და საერთაშორისო სემინარებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.  
 
დაინტერესებულმა პირებს, შესაძლებლობა აქვთ გაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hydrodiagnostics.ge
გთხოვთ, მიზნობრიობაში მიუთითოთ: "ვაკანსია ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე" 

ვებგვერდი: www.hydrodiagnostics.ge
  
ცნობისათვის: შპს “ჰიდროდიაგნოსტიკა”  (HydroDiagnostics LLC), წამყვანი ქართული კომპანიაა საინჟინრო და ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სფეროში. კომპანია დაარსდა 2005 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: 
 
  • განახლებადი ენერგია და ჰიდროენრეგეტიკა; 
  • ინფრასტრუქტურული პროექტები;  
  • წყლის რესურსები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება 
  • საინჟინრო-სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი 
  • ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დიაგნოსტიკა და უსაფრთხოების ინსტრუმენტული მონიტრინგის სისტემები; 
  • გეო-ეკოლოგიური საფრთხეების შესწავლა, მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილების სისტემები; 
  • წყლის რესურსები - ჰიდრო-მეტეოროლოგია და ჰიდრომეტრია.

 

სიახლეებში დაბრუნება