11-09-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს უნივერსიტეტში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს - ფაკულტეტების დეკანატებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ, მოწვეულ აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, შექმნილ ვითარებაში გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
- 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში თავი შეიკავონ ბათუმსა ან ქობულეთში ყველა სახის ვიზიტისგან;
- იმ პირებისთვის კი, რომლებიც ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბათუმში ან ქობულეთში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცხადებამდე რეკომენდებულია Covid-19-თან დაკავშირებული PCR-ტესტირება.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში გაუარესებული პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, უნივერსიტეტში არ შედგება ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ან სხვა ტიპის ხალხმრავალი ღონისძიებები.
სიახლეებში დაბრუნება