საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020 გაიმართება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020 გაიმართება

10-09-2020

2020 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020თემაზე: ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“.

საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი და ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორია ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.


მოხსენებების გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 სექტემბერი.


საკონფერენციო მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში - „ბიზნეს-ინჟინერინგი“.


კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულებს:


მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2020

The 8th International Economic Conference - IEC 2020

Восьмая международная экономическая конференция – IEC 2020



 

სიახლეებში დაბრუნება