ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საშუალებით გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები კამპანიის - "მე ვირჩევ თანასწორობას“ მხარდასაჭერად.
კამპანიის მიზანია ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და მათი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან ან სამცხე-ჯავახეთიდან. მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე.
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 ოქტომბერი.
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: anti-discrimination@coe.int სათაურით: თანასწორობის ელჩი
დაგვიანებით მიღებული აპლიკაციები არ განიხილება.
ყველა დეტალი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, გთხოვთ, იხილეთ აქ: https://bit.ly/2POuxkP
თვალი ადევნეთ და მხარი დაუჭირეთ კამპანიას „მე ვირჩევ თანასწორობას“ აქ: https://www.facebook.com/IChooseEquality/