საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უზრუნველყოფს სწავლის წლიური საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას - 1125 ლარის ოდენობით. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს კი, სემესტრულად, 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.
აღნიშნულ დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად, გთხოვთ მიმართოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს - მისამართებზე:
სამშენებლო ფაკულტეტი - მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი, მე- 4 სართული
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი, მე-2 სართული
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 69; სტუ-ის II კორპუსი, მე-3 სართული
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული
არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, C ფლიგელი, მე-4 სართული
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-3 სართული
დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი, II სართული
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - დ. გურამიშვილის გამზ. №17, მე-2 სართული
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-8 სართული.