საქართველოს მთავრობის, 2020 წლის 27 აგვისტოს, №536 დადგენილების თანახმად, აქტიური სტატუსის მქონე იმ სტუდენტებს (ბაკალავრები, მაგისტრანტები, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები), რომლებიც ირიცხებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, და მინიჭებული აქვთ 150 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა, სრულად დაუფინანსდებათ 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური.
საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილების თანახმად, აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ სტუდენტებს, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვრიდან ერიცხებათ სწავლის საფასურის გადაუხდელობით წარმოქმნილი დავალიანება, დაეფარებათ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანება.
სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე იმ სტუდენტებს, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოქმნილი დავალიანების გამო სტატუსი შეუჩერდათ, შეუძლიათ სტატუსის აღდგენის თაობაზე მიმართონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ ზემოთ აღნიშნული შეღავათები მათზეც გავრცელდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების მისამართები:
სამშენებლო ფაკულტეტი - მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი, მე- 4 სართული
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი, მე-2 სართული
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 69; სტუ-ის II კორპუსი, მე-3 სართული
სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული
არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი - მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, C ფლიგელი, მე-4 სართული
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-3 სართული
დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი, II სართული
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - დ. გურამიშვილის გამზ. №17, მე-2 სართული
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ. კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული