ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლობენ ან გეგმავენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებას

ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლობენ ან გეგმავენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებას

04-09-2020

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, კოვიდპანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში, კერძოდ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზნით გადალახავენ საქართველოს საზღვარს, უნდა გაიარონ  შემდეგი სავალდებულო პროცედურები:

  1. Covid-19-თან დაკავშირებული PCR-ტესტირება;
  2. საკარანტინო პერიოდი;
  3. აიღონ Covid-19 დაზღვევა საქართველოში.
  4. საკუთარი სახსრებით დაფარონ, როგორც საკარანტინო, ისე მასთან დაკავშირებული ხარჯები;  

აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული ჯამური ხარჯი შეადგენს, დაახლოებით, 750 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.


საქართველოში შემოსვლა

პირი საქართველოში შემოსვლისა და ბინადრობის ნებართვას მოიპოვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის გზით.


აქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია ხდება ვებგვერდზე: https://stopcov.ge/ , ელექტრონული წესით, ბმულზე მითითებული სპეციალური აპლიკაციის ფორმის - „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმა“ - შევსების გზით:  
https://registration.gov.ge/pub/form/22/abrckq/


პირი, რომელსაც უკვე გააჩნია საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო   დაწესებულების სტუდენტის სტატუსი,  უნდა ჰქონდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი   წესით გაცემული და მოქმედი ბინადრობის ნებართვა.


საქართველოში შემოსვლის პერიოდში პირს უნდა ჰქონდეს საქართველოში მოქმედი სადაზღვევო   კომპანიების მიერ გაცემული ჯანმრთელობის დაზღვევა (რომელიც ითვალისწინებს საქართველოში კორონავირუსის მკურნალობის ხარჯების დაფარვას).


 საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი პირი მიიღებს ვებგვერდზე - https://stopcov.ge/ 

 

სიახლეებში დაბრუნება