საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

03-09-2020



ინფორმაცია აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩარიცხულ აბიტურიენტს ვულოცავთ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლაღ, ბედნიერ და წარმატებებით სავსე სტუდენტურ წლებს გისურვებთ!

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 21 სექტემბერიდან დაიწყება.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2020/2021 სასწავლო წელს, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია ელექტრონულად (ონლაინ რეჟიმში), ორ ეტაპად განხორციელდება.

რეგისტრაციის ვადები:
აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 5-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge

რეგისტრაციის პირველი ეტაპი:

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან ID ბარათის) დედანი (უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის დედანი);
  • ფოტოსურათი 3 x 4;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო მიწერის მოწმობა)  - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები);
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში სავალდებულოა დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარმომადგენლობის ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ყველა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი და მათი ასლები სტუდენტმა, ასევე, უნდა წარადგინოს მატერიალური სახით, სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი
რეგისტრაციის მეორე ეტაპი მოიცავს:

  • აბიტურიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთი სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) გადახდას.
  • სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში.
  • გადახდის ქვითარში აუცილებელია მიეთითოს აბიტურიენტის პირადი ნომერი.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის).


საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით

 

სიახლეებში დაბრუნება