სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

02-09-2020


საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო სახელმწიფო პროგრამის მე-13 ნაკადის   სტაჟირებას იწყებს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუ- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);

აგრეთვე, მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ახალი კორონა ვირუსის (Covid-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტაჟირების სახლმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე მიღება ვერ განხორციელდა. თუმცა, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს თანხმობა, შეუნარჩუნდათ უფლება მიიღონ მონაწილეობა უკვე შემოდგომის ნაკადში და გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს,  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტუდენტის სასწავლო ბარათი დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 სექტემბრის ჩათვლით.

მის :  კოსტავას 77, სტუ-ი ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266,   სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, ტელ: 2 36 53 45.

იხილეთ ბმული: https://stajireba.gov.ge/News/1037


 

სიახლეებში დაბრუნება