შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ლაბორატორიაში, ბეტონის წარმოების ქარხანაში:
სტაჟირების ადგილი :
ბათუმი
ფოთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებმა რეზიუმე უნდა გააგზავნონ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge .
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 სექტემბერი 2020. დაინტერესებულმა პირებმა, სათაურის ველში უნდა მიუთითონ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ლაბორატორიაში.
ცნობისათვის, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.
2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.