პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება

31-08-2020
 დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების შესახებ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე იქნება მოცემული   

ოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 2020 წლის 5 სექტემბრის 09:00 საათიდან დაიწყება. ტესტირების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ბარათზე იქნება  მოცემული. აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება:

  • მონაწილის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი; 

პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს საგამოცდო ბარათების შესახებ, რომელიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და  საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. 

საგამოცდო
ბარათის მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • სარეგისტრაციო ფურცელი;
  • პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული   განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
ტესტირების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომელიც ონლაინ რეჟიმში  ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. ამ პროცესის მთავარი მიზანი არა შეფასება, არამედ მონაწილეებისთვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობაა.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ჩატარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება.

დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

დეტალური ინფორმაცია და ტესტურ დავალებათა ნიმუშები იხილეთ აქ


 

სიახლეებში დაბრუნება