საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ კოლეგებს და სტუდენტებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ კოლეგებს და სტუდენტებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

28-08-2020



დღეს მარიამობაა. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გილოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს.

საქართველოს მრავალი აღმასვლა და ქარტეხილი ახსოვს. ისტორიული განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების მოღვაწეებს უდიდესი მისია ეკისრათ - ზრდიდნენ ახალ თაობებს, ქმნიდნენ სამეცნიერო ლიტერატურას, აშენებდნენ ქვეყნის თავდაცვისა და განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო ნაგებობებს, არქიტექტურის ხელთუქმნელ ნიმუშებს.

დღეს ჩვენ გვერგო პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ წინაპართა ტრადიციები და საქართველოს მომავალს, ახალგაზრდობას წინსვლისთვის მყარი ნიადაგი შევუქმნათ. განსაკუთრებული  აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო მიდგომები განათლებისა და მეცნიერების სფეროსადმი, რაც ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე ნათლად ჩანს. იმედი მაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაამართლებენ სახელმწიფოს ნდობას და მიღებულ ცოდნას მაქსიმალურად გამოიყენებენ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს საქართველოს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მრავალჟამიერ!


 

სიახლეებში დაბრუნება